Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი რობერტ


შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსი განაგრძობს თავის მოულოდნელ ვიზიტს ავღანეთში.

შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსი განაგრძობს თავის მოულოდნელ ვიზიტს ავღანეთში.
დღეს იგი შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს, ჰამიდ კარზაის, რომელმაც უთხრა, რომ ავღანეთის შეიარაღებულ ძალებს სჭირდება მეტი წვრთნა და აღჭურვა ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. გეიტსმა ორშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეშეფოთებულია უკანასკნელი ორი-სამი წლის მანძილზე მეამბოხეთა მხრიდან ძალადობის გახშირების გამო. მაგრამ, მისი თქმით, მას არ მიაჩნია, რომ ავღანეთი უკან მიდის. გეიტსი აგრეთვე შეხვდება ნატოს საერთაშორისო სამშვიდობო კონტინგენტის მეთაურობას, რომელსაც შეერთებული შტატები უდგას სათავეში.
XS
SM
MD
LG