Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა უკვე მოიპოვა ევროპელი მოკავშირეების, საფრანგეთისა და გერმანიის,

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა უკვე მოიპოვა ევროპელი მოკავშირეების, საფრანგეთისა და გერმანიის,
მხარდაჭერა ირანის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით. ამ ქვეყანათა ლიდერები საჭიროდ მიიჩნევენ წნეხის პოლიტიკის გაგრძელებას თეირანის მისამართით, რომელიც უარს ამბობს ურანის გამდიდრების პროცესის შეწყვეტაზე. კონდოლოზა რაისი იმყოფება ბრიუსელში, სადაც მოლაპარაკებებს მართავს ევროპის ქვეყნებისა და რუსეთის წარმომადგენლებთან და ცდილობს დაარწმუნოს ისინი ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი საერთაშორისო წნეხის აუცილებლობაში. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისთან ერთად პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ირანი კვლავაც წარმოადგენს საფრთხეს. განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც ამერიკის სახელმწიფო სადაზვერვო ორგანოს მასალები გამოქვეყნდა.
XS
SM
MD
LG