Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის რობერტ გეიტსის


აშშ-ის თავდაცვის მინისტრის რობერტ გეიტსის განცხადებით, ირანი კვლავაც უქმნის საფრთხეს

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის რობერტ გეიტსის განცხადებით, ირანი კვლავაც უქმნის საფრთხეს
შეერთებულ შტატებსა და ახლო აღმოსავლეთს. მიუხედავად ამერიკის სახელმწიფო სადაზვერვო ორგანოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშისა. მასალები მოწმობს, რომ ირანმა ბირთვული იარაღის პროგრამა 4 წლის წინ შეაჩერა. ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ თეირანი პროგრამის აღდგენას თავისუფლად შეძლებს. რობერტ გეიტსის თქმით, ამისათვის ირანმა შესაძლოა გამოიყენოს ურანის გამდიდრების პროცესი, რომლის შეწყვეტასაც, საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებების მიუხედავად, თეირანი არ აპირებს. რეგიონული უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე, რომელსაც ბაჰრეინი მასპინძლობდა, ამერიკის თავდაცვის მინისტრმა ბრალი დასდო ირანს ერაყელი და ავღანელი მეამბოხეების დახმარებაში.
XS
SM
MD
LG