Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი


გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა

გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა
დაგმო პაკისტანში დღეს თვითმკვლელის მიერ განხორციელებული საზარელი ტერაქტი, რომელმაც ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში, მეჩეთში 50 ადამიანი იმსხვერპლა. ბომბის აფეთქების შედეგად ათეულობით ადამიანი დაშავდა. თვითმკვლელმა თავი აიფეთქა მეჩეთში, სადაც - სხვებთან ერთად - ლოცულობდნენ პაკისტანის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი აფტაბ შერპაო და მისი შვილი. პაკისტანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შერპაო არ დაშავებულა.
შერპაო ქვეყნის პრეზიდენტთან, ფერვეზ მუშარაფთან დაახლოებული პირია და ისლამურ ექსტრემიზმთან დაუნდობელ მებრძოლად ითვლება. მიმდინარე წელს მას უკვე მეორედ დაესხნენ თავს. პირველ თავდასხმას - აპრილში - 30-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
XS
SM
MD
LG