Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპი ბენედიქტე მე-16 მოუწოდებს


რომის პაპი ბენედიქტე მე-16 მოუწოდებს პოლიტიკოსებს, საკუთარ თავში "სიბრძნე და გამბედაობა" იპოვონ და

რომის პაპი ბენედიქტე მე-16 მოუწოდებს პოლიტიკოსებს, საკუთარ თავში "სიბრძნე და გამბედაობა" იპოვონ და
დაასრულონ კონფლიქტები მსოფლიოში, მათ შორის ავღანეთსა და ერაყში. მისი თქმით, ეთნიკური, პოლიტიკური და რელიგიური დაპირისპირება, უსამართლობისა და დისკრიმინაციის ნებისმიერი გამოვლინება ანგრევს ბევრი ქვეყნის შიდასტრუქტურას და აფუჭებს საერთაშორისო ურთიერთობებს. რომის პაპმა ასეთი განცხადება ათობით ათასი მორწმუნის წინაშე გამოსვლისას გააკეთა. მისი საშობაო მიმართვა სატელევიზიო პირდაპირ ეთერში აჩვენა 57-მა ქვეყანამ.
XS
SM
MD
LG