Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერომ ვერ შეაცვლევინა ავღანეთის ხელისუფლებას


გაერომ ვერ შეაცვლევინა ავღანეთის ხელისუფლებას გუშინ მიღებული გადაწყვეტილება,

გაერომ ვერ შეაცვლევინა ავღანეთის ხელისუფლებას გუშინ მიღებული გადაწყვეტილება,
რომლის თანახმად ის ორი დიპლომატის გაძევებას აპირებს ქვეყნიდან. ერთი - გაეროს თანამშრომელი - ბრიტანელია, მეორე კი - ირლანდიელი - ევროკავშირის სტრუქტურებში მუშაობს. გუშინ მათ ებრძანათ, დატოვონ ავღანეთი იმის გამო, რომ მათ თითქოს კონტაქტები აქვთ თალიბებთან. გაერო აცხადებს, რომ მოხდა გაუგებრობა. ორმა დიპლომატმა ახლახან მოინახულა ქალაქი მუსა ყალა ავღანეთის სამხრეთში. ქალაქი რამდენიმე თვის მანძილზე იყო თალიბების ხელში. მაგრამ დიპლომატების მოგზაურობის მიზანი იყო ქალაქში აღდგენითი სამუშაოების კოორდინაცია. დიპლომატებმა ხუთშაბათს უნდა დატოვონ ავღანეთის ტერიტორია.

XS
SM
MD
LG