Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი


აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას 119 პატიმრის შეწყალების შესახებ.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას 119 პატიმრის შეწყალების შესახებ.
შეწყალებულთა შორის არის მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ხუთი თანამშრომელი. შეწყალება არ შეეხო ორ ცნობილ ოპოზიციონერ ჟურნალისტს: გაზეთ "გიუნდალიკ აზერბაიჯანის" დამაარსებელსა და მთავარ რედაქტორს ეინულა ფათულაევს და გაზეთ "აზადლიგის" კორესპონდენტს საქით ზაჰიდოვს. ფათულაევი რვაწლიან პატიმრობას იხდის ყარაბაღის კონფლიქტზე გამოქვეყნებული სტატიისთვის, რომელიც სასამართლომ ეროვნული შუღლის გაღვივებად შეაფასა. ზაჰიდოვს სამწლინახევრით თავისუფლებით აღკვეთა მიესაჯა ნარკოტიკების შენახვისთვის.
XS
SM
MD
LG