Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

25 პოლიციელი და ჯარისკაცი იქნა


25 პოლიციელი და ჯარისკაცი იქნა მოკლული ავღანეთში

25 პოლიციელი და ჯარისკაცი იქნა მოკლული ავღანეთში
უმეტესწილად თალიბების მხრიდან ძალადობის შედეგად. ამ შინაარსის ინფორმაცია ავღანეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გაავრცელეს. მათი ცნობით, ყველაზე მეტი, 16 პოლიციელი დაიღუპა შაბათს მათს პოსტზე ყანდაარის პროვინციაში ისლამისტი მეამბოხეების იერიშის შედეგად. ორი პოლიციელის სიცოცხლე შეიწირა გზაზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქებამ მუსა ყალაში, ჰელმანდის პროვინციაში. ასეთივე აფეთქებებმა მოკლა 5 ავღანელი ჯარისკაცი პაქტიისა და ურუზგანის პროვინციებში შაბათს. შაბათსვე ორი ჯარისკაცი დაიღუპა ავტოავარიაში სამხრეთში მდებარე ზაბულის პროვინციაში.
XS
SM
MD
LG