Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის პრეზიდენტმა გამორიცხა გაეროს ექსპერტების


პაკისტანის პრეზიდენტმა გამორიცხა გაეროს ექსპერტების ჩართვა ოპოზიციის ლიდერის ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობის

პაკისტანის პრეზიდენტმა გამორიცხა გაეროს ექსპერტების ჩართვა ოპოზიციის ლიდერის ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობის
გამოძიების პროცესში. ფერვეზ მუშარაფმა ფრანგული გამოცემა "ფიგაროსთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ 27 დეკემბერს მომხდარი მკვლელობის ფაქტს პაკისტანელი ექსპერტები, ბრიტანელი კოლეგების დახმარებით გამოიძიებენ. პაკისტანის პრეზიდენტმა დასძინა, რომ გამოძიების დასკვნა თებერვალში გადატანილ საპარლამენტო არჩევნებამდე უნდა გამოქვეყნდეს. ბენზირ ბჰუტოს ოჯახის წევრები და ახლობლები მოითხოვენ გაეროს გამომძიებლების მიწვევას, რადგანაც აქვთ ეჭვი, რომ ოპოზიციის ლიდერის მკვლელობაში ხელისუფლებაც არის გარეული.
XS
SM
MD
LG