Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი საქართველოს საარჩვენო სისტემაში რეფორმების


ევროკავშირი საქართველოს საარჩვენო სისტემაში რეფორმების მხარდაჭერას კვლავაც გააგრძელებს - დღეს განაცხადა ევროკავშირის საგანგებო

ევროკავშირი საქართველოს საარჩვენო სისტემაში რეფორმების მხარდაჭერას კვლავაც გააგრძელებს - დღეს განაცხადა ევროკავშირის საგანგებო
წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პეტერ სემნებიმ, გაერთიანებულ ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ. "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში კი, მან 5 იანვრის არჩევნები შეაფასა: "საქართველოს აქვს წინსვლისა და საპრეზიდენტო არჩევნებისას წამოჭრილი საკითხების გამოსწორების შესანიშნავი შესაძლებლობა საპარლამენტო არჩევნების დროს, რომელიც საკმაოდ მალე ჩატარდება. ვფიქრობ, საერთაშორისო შეფასებები ძალიან ნათელია. არის როგორც ეუთოს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა ოფისის, ასევე სხვა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული ბევრი ანგარიში (მათ შორის - საპარლამენტო ასამბლეებისა, რომელთა წარმომადგენლებიც ეუთოს ჯგუფში შედიოდნენ, მაგრამ თავიანთი კომენტარებიც გააკეთეს). თუ ერთად შევკრებთ, ეს კომენტარები იძლევა არჩევნების ძალიან ნათელ სურათს, რომ, ერთი მხრივ, ის იყო ჭეშმარიტად კონკურენტული. მეორე მხრივ კი, წარმოჩნდა, რომ იყო რიგი ხარვეზებისა, რომლებსაც ყურადღება უნდა მიექცეს. ეს ხარვეზები სერიოზული იყო, მაგრამ არ იყო ისეთი ხასიათის, რომ თავდაყირა დაეყენებინა ან უარეყო არჩევნების ლეგიტიმურობა, როგორც ასეთი."
XS
SM
MD
LG