Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის


საქართველოში საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის ლიდერებმა შეიმუშავეს

საქართველოში საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის ლიდერებმა შეიმუშავეს
კონსტიტუციასა და საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების ინიცირებასთან დაკავშირებული გეგმა. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ამის შესახებ როგორც ოპოზიციის, ისე უმრავლესობის წარმომადგენლები დღეს სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ აცხადებდნენ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ პავლე კუბლაშვილი, კახა კუკავა, მამუკა კაციტაძე, ბეჟან ბარდაველიძე და დავით ბერძენიშვილი. პავლე კუბლაშვილის განცხადებით, უმრავლესობა და ოპოზიცია საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით საკუთარ წინადადებებს წამოაყენებენ და საბოლოო პოზიციებს ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრაზე შეაჯერებენ. ბურჯანაძესთან შეხვედრა, სავარაუდოდ, მომავალი კვირის დასაწყისში გაიმართება.
XS
SM
MD
LG