Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის მიწის, ბავარიის დედაქალაქი მასპინძლობს


გერმანიის მიწის, ბავარიის დედაქალაქი მასპინძლობს 44-ე საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც უსაფრთხოების

გერმანიის მიწის, ბავარიის დედაქალაქი მასპინძლობს 44-ე საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც უსაფრთხოების
საკითხებს ეძღვნება. მიუნხენში თავი მოიყარეს არაერთი ქვეყნის თავდაცვისა და უშიშროების უწყებათა ხელმძღვანელებმა. კონფერენციის მონაწილეებს დღეს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც მოგვიანებით ნატოს გენერალურ მდივანს იაპ დე ჰოოპ სხეფერს შეხვდა. 9 თებერვალს, სხდომა გახსნა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოანმა და თავისი ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემებზე ისაუბრა. ერდოანმა აღნიშნა, რომ ანკარა არ შეწყვეტს ბროლას ქურთი მეამბოხეების წინააღმდეგ ჩრდილოეთ ერაყში მანამ, ვიდრე თურქეთი საბოლოოდ არ დაამარცხებს მათ. კონფერენციის დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ საკითხს წარმოადგენს მსჯელობა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აწმყოსა და მომავალზე. მიუნხენის შეხვედრას არ ესწრება რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომელმაც შარშან სწორედ ამ კონფერენციის ტრიბუნიდან დაადანაშაულა დასავლეთი ახალი "ცივი ომის" დაწყების მცდელობაში. რუსეთს წელს წარმოადგენს პრემიერ-მინისტრის მოადგილე სერგეი ივანოვი. კონფერენციაში მონაწილეობს შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსი.
XS
SM
MD
LG