Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ მოსკოვში


უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ მოსკოვში მოლაპარაკებები გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.

უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ მოსკოვში მოლაპარაკებები გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.
შეხვედრაზე განიხილებოდა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. როგორც პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, ორ ქვეყანას შორის ძირითადად მიღწეულია შეთანხმება გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავის თაობაზე. რუსეთის მონოპოლისტი გაზპრომი დაიმუქრა, რომ უკრაინას შეუწყვეტს გაზის მიწოდებას, თუკი ის არ დაფარავს ვალებს. გაზპრომის თანახმად, უკრაინას მისი მილიარდნახევარი დოლარი ჰმართებს. ორ ქვეყანას შორის მსგავსი დაპირისპირება 2006 წელსაც წარმოიშვა.
XS
SM
MD
LG