Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის ხალხის პარტია ეცდება კოალიციური


პაკისტანის ხალხის პარტია ეცდება კოალიციური მთავრობა შექმნას სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად.

პაკისტანის ხალხის პარტია ეცდება კოალიციური მთავრობა შექმნას სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად.
პაკისტანში ორშაბათს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები ჯერ უცნობია, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ქვეყნის ახალ პარლამენტში უმრავლესობას ოპოზიციური ძალა შექმნის. საუბარია ორ მასშტაბურ ოპოზიციურ ძალაზე: ყოფილი პრემიერ-მინისტრების - დეკემბერში მოკლულ ბენაზირ ბჰუტოსა და ნავაზ შარიფის პარტიებზე. მართალია, ყველაზე მეტი დეპუტატი ახალ პარლამენტში ბჰუტოს ხალხის პარტიას ეყოლება, მაგრამ ის მაინც ვერ შექმნის აბსოლუტურ უმრავლესობას. მოკლული ოპოზიციონერის მეუღლე აზიფ ალი ზარდარი, რომელიც ამჟამად უდგას სათავეში ხალხის პარტიას აცხადებს, რომ ეს პოლიტიკური ძალა არ ითანამშრომლებს პრეზიდენტ ფერვეზ მუშარაფის მოკავშირეებთან. უკვე ცნობილია, რომ პრეზიდენტ ფერვეზ მუშარაფის მხარდამჭერი პოლიტიკური ძალა - "პაკისტანის მუსლიმანური ლიგა" – ახალ პარალმენტში ვერ მიიღებს მთავრობის დასაკომპლექტებლად საჭირო ოდენობის მანდატებს. პარტია დამარცხებას აღიარებს და პრესსამსახურის საშუალებით აცხადებს, რომ "ხალხის ვერდიქტი მისაღებია" და რომ ის აპირებს ითანამშრომლოს ნებისმიერ გამარჯვებულ ძალათან. ოპოზიციურად განწყობილი პარლამენტი შეეცდება პოსტი დაატოვებინოს პრეზიდენტ ფერვეზ მუშარაფს. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, ორშაბათს პაკისტანში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები "დემოკრატიის სრულად აღდგენისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო".


XS
SM
MD
LG