Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებულმა შტატებმა დაგმო ბელგრადში მისი


შეერთებულმა შტატებმა დაგმო ბელგრადში მისი საელჩოს შენობისთვის ცეცხლის წაკიდების ფაქტი და უკმაყოფილება გამოხატა

შეერთებულმა შტატებმა დაგმო ბელგრადში მისი საელჩოს შენობისთვის ცეცხლის წაკიდების ფაქტი და უკმაყოფილება გამოხატა
იმის გამო, რომ სერბიის პოლიციამ ხელი არ შეუშალა ამას. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა შონ მაკკორმაკმა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ იმ დროისთვის, როცა დემონსტრანტები საელჩოს შენობას უახლოვდებოდნენ, უშიშროების ზომები არასათანადოდ გატარდა. გაეროს უშიშროების საბჭომ დაგმო შეერთეული შტატებისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების საელჩოებზე თავდასხმა, რომელიც ხუთშაბათს მოხდა. თავდასხმები მოჰყვა კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო გამოსვლებს. სერბიის პრემიერ-მინისტრმა ვოისლავ კოშტუნიცამ დღეს წუხილი გამოთქვა მომხდარის გამო.
XS
SM
MD
LG