Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი უსაფუძვლოდ მიიჩნევს მის წინააღმდეგ


ირანი უსაფუძვლოდ მიიჩნევს მის წინააღმდეგ ახალი სადამსჯელო სანქციების დაწესებას, ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.

ირანი უსაფუძვლოდ მიიჩნევს მის წინააღმდეგ ახალი სადამსჯელო სანქციების დაწესებას, ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.
საუბარია გაეროს ახალ რეზოლუციაზე, რომლის ამოქმედებასაც მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპის წამყვანი ქვეყნები. ირანის უმაღლესი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადილე ჯავად ვაიდი აცხადებს, რომ თეირანის წინააღმდეგ გაეროს ახალი სანქციების ამოქმედება უკანონო და იურიდიულად დაუსაბუთებელი იქნება. მანამდე, იგივე პოზიცია გამოხატა თეირანის მთავარმა წარმომადგენელმა ბირთვული პროგრამის გარშემო მოლაპარაკებათა პროცესში. საიდ ჯალილიმ მოსალოდნელ ახალ სანქციებს "დამცირება" უწოდა. პარასკევს გაეროს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც ადასტურებს, რომ თეირანი კვლავაც განაგრძობს ბირთვულ საქმიანობას. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა პარასკევს განაცხადა, რომ, სააგენტოს დასკვნის საფუძველზე, თეირანის წინააღმდეგ სადამსჯელო სანქციების მე-3 რაუნდი უნდა ამოქმედდეს. გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი ხუთი წევრი ქვეყნისა და გერმანიის მაღალი რანგის დიპლომატები ირანის საკითხზე ვაშინგტონში ორშაბათს იმსჯელებენ.
XS
SM
MD
LG