Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ისრაელი


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ისრაელი და პალესტინელები აპირებენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ისრაელი და პალესტინელები აპირებენ
სამშვიდობო მოლაპარაკების განახლებას. მოლაპარაკება შეწყდა ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციების გამო. სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა იერუსალიმში, ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელ ციპი ლივნისთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა, რომ ისრაელისა და პალესტინელების ოფიციალურ წარმომადგენლებს ერთმანეთთან კონტაქტი აქვთ მოლაპარაკების განახლების საკითხის მოსაგვარებლად. პალესტინელების პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა დაადასტურა, რომ აპირებს ისრაელთან მოლაპარაკების განახლებას, თუმცა არ უთქვამს, რჩება თუ არა მოლაპარაკების დაწყების პირობად ღაზაში ზავი. ერთი კვირის მანძილზე ისრაელის სამხედრო ოპერაციებმა ღაზაში 130-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
XS
SM
MD
LG