Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენესუელის პრეზიდენტ უგო ჩავესის განცხადებას


ვენესუელის პრეზიდენტ უგო ჩავესის განცხადებას

ვენესუელის პრეზიდენტ უგო ჩავესის განცხადებას
კოლუმბიის საზღვართან განთავსებული ჯარების გაყვანის თაობაზე სამხრეთ ამერიკის ამ რეგიონში დაძაბულობის განმუხტვა მოჰყვა. ჩავესმა შაბათს აღნიშნა, რომ ვენესუელელი ჯარისკაცები 11 მარტიდან დაუბრუნდებიან თავიანთ სამხედრო ბაზას. ეს ჯარისკაცები საზღვართან განათავსეს მას მერე, რაც კოლუმბიამ 1 მარტს რეიდი განახორციელა მეამბოხეების ბაზაზე ეკვადორში. ამ რეიდის შემდეგ, ეკვადორმა და ვენესუელამ შეწყვიტეს კოლუმბიასთან ურთიერთობა. კოლუმბიის მთავრობამ პირობა დადო, რომ აღარ განახორციელებს ასეთ ოპერაციას სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე.
XS
SM
MD
LG