Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიბეტის დევნილმა ლიდერებმა მოუწოდეს გაეროს


ტიბეტის დევნილმა ლიდერებმა მოუწოდეს გაეროს – გამოიძიოს ადამიანის უფლებათა სასტიკი დარღვევის ფაქტები ტიბეტში.

ტიბეტის დევნილმა ლიდერებმა მოუწოდეს გაეროს – გამოიძიოს ადამიანის უფლებათა სასტიკი დარღვევის ფაქტები ტიბეტში.
დევნილმა ხელისუფლებამ მიმართვა გაავრცელა ინდოეთიდან, დარამშალიდან, სადაც მისი შტაბ-ბინა მდებარეობს. მის ხელთ არის გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ბოლოდროინდელმა არეულობამ ტიბეტში დაახლოებით 100 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.'ტიბეტის დედაქალაქ ლჰასაში, მასობრივი არეულობის შედეგად, 10 ადამიანი დაიღუპა – ეს ცნობა შაბათს დილით გაავრცელა ჩინეთის საინფორმაციო სააგენტო სინხუამ. დასავლეთის ქვეყნები მოუწოდებენ ჩინეთს – არ გამოიყენოს ძალა ტიბეტში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ. მანამდე, ტიბეტის ავტონომიური რეგიონის ხელისუფლებამ აქციის მონაწილეებს "დამნაშავეები" უწოდა და აღნიშნა, რომ მათ წინააღმდეგ "გადამჭრელ ზომებს გამოიყენებს." პეკინი აქციების სულის ჩამდგმელად ასახელებს დევნილობაში მყოფ დალაი-ლამას, ტიბეტის სულიერ ლიდერს. დალაი-ლამას გარემოცვა ბრალდებას უარყოფს.

XS
SM
MD
LG