Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტელეკომპანია "იმედის" ახალ მფლობელად გამოცხადებულმა


ტელეკომპანია "იმედის" ახალ მფლობელად გამოცხადებულმა ჯოზეფ კეიმ კვლავ განაცხადა, რომ, მაუწყებლობის

ტელეკომპანია "იმედის" ახალ მფლობელად გამოცხადებულმა ჯოზეფ კეიმ კვლავ განაცხადა, რომ, მაუწყებლობის
განახლების შემდეგ, "იმედი" ობიექტური და დაბალანსებული ტელევიზია იქნება. გავრცელებულ მიმართვაში კეი აღნიშნავს, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის ტელეიმედის გამოყენების უფლებას არავის მისცემს. დღესვე გაზეთმა კომერსანტმა გამოაქვეყნა ინტერვიუ, რომელშიც ჯოზეფ კეი ირწმუნება, რომ ბადრი პატარკაციშვილის ანდერძით, მისი ქონების განმკარგველია, რასაც სასამართლო დაადასტურებს. რაც შეეხება ბადრი პატარკაციშვილის მეუღლის ბრალდებას იმის თაობაზე, რომ იმედი დოკუმენტების ფალსიფიცირებით შეიძინა, კეი აცხადებს, რომ აქციები ლეგიტიმური სქემით იყიდა.
XS
SM
MD
LG