Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შიიტი მეამბოხეების ლიდერმა მოყტადა ალ


შიიტი მეამბოხეების ლიდერმა მოყტადა ალ სადრმა თავის მომხრე შეიარაღებულ პირებს მიმართა მოწოდებით,

შიიტი მეამბოხეების ლიდერმა მოყტადა ალ სადრმა თავის მომხრე შეიარაღებულ პირებს მიმართა მოწოდებით,
შეწყვიტონ ბრძოლა სამთავრობო ჯარებთან. მან ეს წერილობითი მიმართვა დღეს გაავრცელა. ამავე წინადადებით, ალ სადრი თავისი ჯარის ქუჩებიდან გაყვანას სთავაზობს მთავრობას, თუკი მისი მომხრების მიმართ შეწყდება “უკანონო რეიდები და დაკავებულები გათავისუფლდებიან ციხეებიდან. ერაყის მთავრობის პირველ რეაქციაში, რომელიც გამოხატა წარმომადგენელმა ალი ალ-დაბაღმა, ალ სადრის წინადადება დადებითად შეფასდა. მანამდე ალ სადრმა უარყო პრემიერ მინისტრის, ალ მალიკის ულტიმატუმი, დაყაროს იარაღი.
XS
SM
MD
LG