Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ლონდონი ქაოტური სცენების მოწმე


დღეს ლონდონი ქაოტური სცენების მოწმე გახდა, როცა ჩინეთის წინააღმდეგ მიმართული

დღეს ლონდონი ქაოტური სცენების მოწმე გახდა, როცა ჩინეთის წინააღმდეგ მიმართული
საპროტესტო გამოსვლის მონაწილეები შეეცადნენ ხელი შეეშალათ ქალაქში პეკინის ოლიმპიური თამაშებისთვის განკუთვნილი ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტისთვის. ტიბეტის დროშებშემოხვეული ხალხი გზაზე ვარდებოდა ჩირაღდნის მარშრუტზე. პოლიცია კი ცდილობდა, დემონსტრანტები ბარიერებს მიღმა დაებრუნებინა. ერთმა მამაკაცმა ჩირაღდნამდეც მიაღწია, მაგრამ პოლიციამ ის გაათრია. ჩირაღდანს მცველები, ბრიტანეთის პოლიციისა და ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლები სამ წრედ გარშემორტყმულნი მიჰყვებოდნენ 50-კილომეტრიან მარშრუტზე.

XS
SM
MD
LG