Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყელი შიიტების რადიკალი ლიდერი მოყტადა


ერაყელი შიიტების რადიკალი ლიდერი მოყტადა ალ-სადრი დღეს დაიმუქრა,

ერაყელი შიიტების რადიკალი ლიდერი მოყტადა ალ-სადრი დღეს დაიმუქრა,
რომ შეწყვეტს ზავს, რომელიც მისმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ, "მაჰდის არმიამ" 2007 წლის აგვისტოში გამოაცხადა. გაფრთხილებას შეიცავს განცხადება, რომელიც ალ-სადრის ოფისმა გაავრცელა მაშინ, როცა ბაღდადის რაიონში, სადრ სიტიში გააფთრებული ბრძოლები განახლდა სამთავრობო ჯარებსა და ალ-სადრის მეომრებს შორის. შეტაკებები დაიწყო დილით, როცა ერაყის ჯარები შეეცადნენ შესულიყვნენ სადრ სიტიში. ალ-სადრს წაუყენეს ულტიმატუმი, ან დაშალოს გასამხედროებული დაჯგუფება, ანდა ჩამოშორდეს პოლიტიკას.
XS
SM
MD
LG