Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, პრეზიდენტმა


რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მთავრობას დაავალა ზომების მიღება

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მთავრობას დაავალა ზომების მიღება
საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზაციისთვის. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივან მიხაილ კამინინის განცხადებით: [კამინინის ხმა] “ჩვენს ქვეყნებს შორის სატრანსპორტო მიმოსვლის შესახებ უკვე რეალიზებული გადაწყვეტილებების გარდა, უახლოეს დღეებში აღდგება საფოსტო კავშირი. აღმასრულებელი ხელისუფლების ფედერალურ ორგანოებს დაევალა აგრეთვე გადაიდგას ნაბიჯების გადადგმა საქართველოს მოქალაქეების მიმართ დარჩენილი ცალკეული სავიზო შეზღუდვების გასაუქმებლად, დაჩქარდეს ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტის რეკონსტრუქცია, დაიწყოს ორმხრივი საექპერტო კონსულტაციები ქართულ პროდუქტების რუსეთის ბაზარზე დაშვების პრობლემებზე”. რუსეთის საგარეო უწყების ამ განცხადებას დღეს გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე: [ბურჯანაძის ხმა] “ჩვენი ამოცანაა, რომ რუსეთთან ურთიერთობა იყოს ნორმალური. მაგრამ ურთიერთობა ვერ იქნება ნორმალური ჩვენი ეროვნული, ნაციონალური ინტერესების, ჩვენი სუვერენიტეტის შელახვის ხარჯზე”. პარლამენტის თავმჯდომარემ გააკრიტიკა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოთხშაბათის განცხადება, რომლის თანახმადაც პრეზიდენტმა პუტინმა მთავრობას დაავალა უფრო მჭიდრო ურთიერთობის დამყარება საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან.
XS
SM
MD
LG