Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის თქმით, ერაყის ხელმძღვანელობა უწინდელზე უფრო

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის თქმით, ერაყის ხელმძღვანელობა უწინდელზე უფრო
მეტად არის გაერთიანებული. ბაღდადში მოულოდნელი ვიზიტისას რაისმა თქვა, რომ ერაყში იქმნება ახალი პოლიტიკური ცენტრი, რომელიც მხარს უჭერს პრემიერ-მინისტრ ნური ალ-მალიკის შიიტური გასამხედროებული დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლაში. "ეს მართლაც შანსია ერაყში, პრემიერ-მინისტრისა და ერაყის გაერთიანებული ხელმძღვანელობის მიერ მიღებული თამამი გადაწყვეტილებების წყალობით," თქვა რაისმა. მან მწვავედ გააკრიტიკა ანტიამერიკულად განწყობილი შიიტი სასულიერი პირი მოყტადა ალ-სადრი, რომელიც დაიმუქრა, რომ ომს დაიწყებს, თუკი შეერთებული შტატები და ერაყის ჯარები არ შეწყვეტენ "მაჰდის არმიად" წოდებული მისი დაჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლას.

XS
SM
MD
LG