Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, აცხადებს


საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, აცხადებს, რომ დღევანდელი ვითარება

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, აცხადებს, რომ დღევანდელი ვითარება
საქართველოს უბიძგებს, მოითხოვოს გაეროს მისიის გაძლიერება და დასვას ორივე კონფლიქტის ზონაში რუსული სამშვიდობო კონტიგენტების ყოფნის მიზანშეწონილობის საკითხი. უცხოელ დიპლომატებთან გამართულ შეხვედრაზე, სააკაშვილმა ამ რეგიონებში მყოფ რუს მშვიდობის დამცველებს ”რისკ-ფაქტორი” უწოდა: [სააკაშვილი]: ”მე ხაზს ვუსვამ: საქართველო არ გადადგამს არც ერთ ისეთ ნაბიჯს, რომელიც რაიმე სახით საფრთხის ქვეშ დააყენებს მშვიდობას და უსაფრთხოებას ამ რეგიონში. მაგრამ დღეს რუსეთის - რუსული კონტინგენტის - იქ ყოფნა, და ქმედებები, რომლებიც განხორციელებულია ამ ბოლო დღეების განმავლობაში, ერთმნიშვნელოვნად რისკ-ფაქტორად აქცევს ასეთი ტიპის ყოფნას და ქმედებებს კონფლიქტის ზონაში”.
XS
SM
MD
LG