Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, თამარ


როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, თამარ კოვზირიძემ განაცხადა კვირას,

როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, თამარ კოვზირიძემ განაცხადა კვირას,
საქართველო არ აპირებს პოზიციის შეცვლას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის მიღებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, რუსეთის გაწევრიანებაზე თანხმობისთვის მთავარ პირობად რჩება რუსეთ-საქართველოს საზღვარზე "განთიადი-ადლერისა" და "როკი-ქვემო ზარამაგის" საკონტროლო-გამშვები პუნქტების ლეგალიზაცია. ხვალ ჟენევაში იმართება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან დაკავშირებით რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ხელისუფლებები ეწინააღმდეგებიან საზღვრის მათ მიერ კონტროლირებად მონაკვეთებზე რუსეთ-საქართველოს საკონტროლო-გამშვები პუნქტების გახსნას.
XS
SM
MD
LG