Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერთიანებული ოპოზიცია მოითხოვს დმანისში


გაერთიანებული ოპოზიცია მოითხოვს დმანისში

გაერთიანებული ოპოზიცია მოითხოვს დმანისში
ეროვნული საბჭოს აქტივისტებსა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს შორის წუხელ მომხდარი ინციდენტის სასწრაფო გამოძიებას. დმანისში გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტები აცხადებენ, რომ ისინი პოლიტიკური დაპირისპირების გამო "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა სცემეს. როგორც გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა კუკავამ, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მმართველი პარტიის წევრები ოპოზიციის აქტივისტებს მოუწოდებდნენ არჩევნებში მათი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა ოქრიაშვილისთვის დაეჭირათ მხარი. მათ ბახრუზ ნამაზოვს და სეიმურ თანავერდოვს ფიზიკური შეურაცხოფა მიაყენეს. ორივე საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. კახა კუკავა მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოძიებულ იქნეს მომხდარი ფაქტი და დაისაჯონ დამნაშავეები.
XS
SM
MD
LG