Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გავრცელებული ცნობებით, დღეს ბელორუსია, ოფიციალური


გავრცელებული ცნობებით, დღეს ბელორუსია, ოფიციალური მინსკის მითითებით,

გავრცელებული ცნობებით, დღეს ბელორუსია, ოფიციალური მინსკის მითითებით,
თერთმეტმა ამერიკელმა დიპლომატმა დატოვა. კვირის დასაწყისში ბელორუსიამ ამერიკის საელჩოს თერთმეტი თანამშრომლიდან ათს ქვეყნის დატოვება უბრძანა. სააგენტო ”ასოშიეიტედ პრესი” კი იუწყება, რომ ბელორუსია თერთმეტივე დიპლომატმა დატოვა. სააგენტო ამ ცნობას საელჩოს ერთ-ერთ წარმომადგენელზე დაყრდობით ავრცელებს, რომელიც სააგენტოს ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრა. ორ ქვეყანას შორის სულ უფრო მეტად მწვავდება უთანხმოება სანქციების, და ადამიანის უფლებების საკითხების, ირგვლივ. შეერთებული შტატების ოფიციალურ პირებს ნათქვამი აქვთ, რომ ამ ნაბიჯს ვაშინგტონმა შესაძლოა ბელორუსი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევებით უპასუხოს.
XS
SM
MD
LG