Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პარლამენტმა ვლადიმირ პუტინი ქვეყნის


რუსეთის პარლამენტმა ვლადიმირ პუტინი ქვეყნის პრემიერ მინისტრის პოსტზე დაამტკიცა.

რუსეთის პარლამენტმა ვლადიმირ პუტინი ქვეყნის პრემიერ მინისტრის პოსტზე დაამტკიცა.
პარლამენტის ქვედა პალატში, სახელმწიფო დუმაში, კენჭისყრის შედეგი 392 ხმა იყო 56-ის წინააღმდეგ. პრემიერ მინისტრად დამტკიცებამდე ერთი დრით ადრე პუტინი ოფიციალურად გადადგა პრეზიდენტის პოსტიდან. პრემიერ-მინისტრის პოსტზე პუტინი ახალმა პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა, ინაუგურაციიდან რამდენიმე საათში წარადგინა. პრემიერ მინსიტრად დამტკიცების შემდეგ პუტინმა მოკლე სიტყვა წარმოთქვა და განაცხადა, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი სოციალური პირობების გაუმჯობესება იქნება. [პუტინის ხმა] "სწორედ ადამიანის კეთილდღეობა, ხალხისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა იქნება მთავრობოს მთავარი, განმსაზღვრელი ამოცანა. ამის გარშემო ავაგებთ ჩვენს ყველა პროექტს და პროგრამას." დმიტრი მედვედევმა დღეს კანონმდებლებს უთხრა, რომ ის პუტინთან ”მჭიდროდ ითანამშრომლებს” - და რომ პუტინი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ”მნიშვნელოვან როლს” შეასრულებს.
XS
SM
MD
LG