Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ


შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 7 მაისს

შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 7 მაისს
მიიღო არასავალდებულო ძალის მქონე რეზოლუცია, რომელიც აკრიტიკებს რუსეთის ”პროვოკაციულ და სახიფათო განცხადებებს და ქმედებებს”. ეს ქმედებები, რეზოლუციის თანახმად, ”ძირს უთხრის” საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას ”დაუყონებლივ შეცვალოს” გადაწყვეტილება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან ოფიციალური ურთიერთობების დამყარების თაობაზე.
ტექსტი ასევე მოუწოდებს გაეროს გამოიძიოს 20 აპრილს აფხაზეთის თავზე ქართული უპილოტო მზვერავი თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტი. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ”გავრცელებული ინფორმაციით”, თვითმფრინავი ”რუსულმა MIG-29 გამანადგურებელმა ჩამოაგდო”.
რეზოლუცია მოუწოდებს ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს 2008 წლის დეკემბერში დაგეგმილ შეხვედრაზე ”დადებითად გადაწყვიტონ” ალიანსის წევრობის სამოქმედო გეგმის მიღებაზე საქართველოს განაცხადი.
XS
SM
MD
LG