Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყება


აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყება გაეროსაგან მოითხოვს

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყება გაეროსაგან მოითხოვს
ქართული უპილოტო აპარატების ფრენის ფაქტების "ობიექტურ გამოძიებას". საინფორმაციო სააგენტოები ავცრელებენ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელ სერგეი შამბას განცხადებას, რომლის მიხედვით, აფხაზეთი გაეროს მიმართ ნდობას მას შემდეგ აღადგენს, რაც გაერო "ობიექტურ კომენტარს გააკეთებს" აფხაზეთში ქართული უპილოტო აპარატების ფრენასთან დაკავშირებით. დღესვე სერგეი შამბამ ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში ისაუბრა აფხაზეთში შექმნილ ვითარებაზე, შეეხო სოხუმში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე მეთიუ ბრაიზას ვიზიტსაც. შამბას განცხადებით: [შამბას ხმა] "განვიხილეთ კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებული თითქმის ყველა საკითხი, განვიხილეთ არსებული სიტუაცია. უპირველეს ყოვლისა, საუბარი გქვონდა უსაფრთხოების საკითხებზე და, რაღა თქმა უნდა, შევეხეთ სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების პერპექტივას. ჩვენის მხრივ, ვილაპარაკეთ ჩვენს ძველ მოთხოვნებზე, ავღნიშნეთ, რომ მოლაპარაკებები შესაძლებელია, დაინტერესებულნიც ვართ მოლაპარაკებების განახლებით, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ საქართველო შეასრულებს ადრე ხელმოწერილი შეთანხმებების პირობებს".
XS
SM
MD
LG