რუსეთის ოპოზიციის ლიდერი, გარი კასპაროვი, დღეს მოსკოვში ალტერნატიული პარლამენტის
გახსნას ხელმძღვანელობდა. კასპაროვის განცხადებით, ალტერნატიული პარლამენტის გახსნა მიზნად ”დემოკრატიისა და სახალხო ხელისუფლების აღდგენას ისახავს.” საფრანგეთის საინფორმაციო სააგენტოს, ფრანს-პრესის ცნობით, მოსკოვში გამართულ ღონისძიებას ოპოზიციის დაახლოებით 500 აქტივისტი დაესწრო. კასპაროვმა რუსეთის მთავრობას ”ფეოდალური მმართველობის” დამყარებაში დასდო ბრალი. ალტერნატიული პარლამენტის ქარტიაში ნათქვამია, რომ რუსეთის მოქალაქეებს წართმეული აქვთ ”ფუნდამენტური სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები.”