Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევი ენერგეტიკული უსაფრთხეობისადმი მიძღვნილ კონფერენციას


კიევი ენერგეტიკული უსაფრთხეობისადმი მიძღვნილ კონფერენციას მასპინძლობს.

კიევი ენერგეტიკული უსაფრთხეობისადმი მიძღვნილ კონფერენციას მასპინძლობს.
უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო გამოვიდა მოწოდებით ენერგომომარაგების მარშრუტების დივერსიფიცირებისაკენ რუსეთზე ტრანზიტისთვის გვერდის ავლით. მან ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი სამიტის მონაწილეებს მოუწოდა, არ აყვნენ მოსკოვის “ენერგეტიკულ შანტაჟს”. სამიტში მონაწილეობენ საქართველოს, აზერბაიჯანის, ესტონეთის, ლიტვის, ლატვიისა და პოლონეთის პრეზიდენტები, აგრეთვე გაეროს, ეუთოს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და მსოფლიო ბანის წარმომადგენლები. საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთი დაადანაშაულა ენერგო-მონოპოლისტის როლის მორგების მცდელობაში საქართველოს ორ სეპარატისტულ რეგიონში პოზიციების განმტკიცების მეშვეობით. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით: [სააკაშვილის ხმა] "ჩემი აზრით, რუსეთის ამ ინიციატივებისა და ქმედებების ავტორთა ერთ-ერთი მოტივაცია არის ენერგეტიკული დერეფნის დახურვა, რუსეთის გადაქცევა ენერგორესურსების მონოპოლისტ ექსპორტიორად - როგორც საკუთარი, ისე - და ძირითადად - შუა აზიისა რესურსებისა."
XS
SM
MD
LG