Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს


ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა,

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა,
რომ ავღანეთის ჯარებმა ასზე მეტი თალიბი მეამბოხე მოკლეს სამხედრო ოპერაციის დროს და ხელახლა დაიკავეს თალიბების ხელში ჩავარდნილი ქალაქი ბაკვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ზემარაი ბაშარიმ თქვა, რომ ბაკვას ხელში ჩაგდების ოპერაცია ხუთშაბათს საღამოს დაიწყო. მისი თქმით, მოკლულთა შორის არის თალიბანის ხუთი მეთაური. გუშინ ავღანეთის ჯარებმა აიღეს ასევე რაიდანის ოლქი პროვინცია ღაზნის სამხრეთში. ავღანეთში საერთაშორისო კონტინგენტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ნატოს ორი სამხედრო მოსამსახურე იქნა მოკლული და ოთხი დაიჭრა შაბათს თვითმკვლელის მიერ დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად ქალაქ ჯალალაბადში.

XS
SM
MD
LG