Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ქალაქ ჰითში შაბათს მომხდარი


ერაყის ქალაქ ჰითში შაბათს მომხდარი აფეთქების შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა.

ერაყის ქალაქ ჰითში შაბათს მომხდარი აფეთქების შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, თვითმკვლელი დანაღმული ავტომობილით შეეჯახა პოლიციის საკონტროლო პუნკტს. დაღუპულთა შორის არიან პოლიციის ექვსი თანამშრომელი და ოთხი სამოქალაქო პირი. 12 ადამიანი დაიჭრა. ქალაქ ბაყუბაში შაბათსვე ფუგასის აფეთქებამ სამი ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვი იყო. შვიდი ადამიანი დაიჭრა.

XS
SM
MD
LG