Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამას მიულოცა


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამას მიულოცა გამარჯვება პრეზიდენტობის კანდიდატად ნომინაციისთვის ბრძოლაში.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამას მიულოცა გამარჯვება პრეზიდენტობის კანდიდატად ნომინაციისთვის ბრძოლაში.
დემოკრატმა სენატორმა ობამამ მეტოქე ჰილარი კლინტონთან 5-თვიანი დაპირისპირების შემდეგ სამშაბათს გაინაღდა 2118 დელეგატის მხარდაჭერა, რაც საჭიროა ნომინაციისთვის. ის აშშ-ის ისტორიაში პრეზიდენტობის პირველი შავკანიანი კანდიდატი ხდება. ობამა ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელ კანდიდატ ჯონ მაკკეინს დაუპირისპირდება. დღეს ობამამ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ყველა ზომას მიმართავს საიმისოდ, რომ არ დაუშვას ირანის ხელში ბირთვული იარაღის ჩავარდნა. ამ შინაარსის განცხადება ობამამ გააკეთა ვაშინგტონში, ისრაელის ლობისტების ჯგუფის წინაშე გამოსვლისას.
XS
SM
MD
LG