Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებულ შტატებში, სენატორი ჰილარი კლინტონი


შეერთებულ შტატებში, სენატორი ჰილარი კლინტონი აპირებს დატოვოს

შეერთებულ შტატებში, სენატორი ჰილარი კლინტონი აპირებს დატოვოს
წინასაარჩევნო მარათონი, და საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატობას სენატორ ბარაკ ობამას უთმობს. კლინტონის შტაბმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ შაბათს კლინტონი მადლობას გადაუხდის თავის ამომრჩეველს, და მხარდაჭერას გამოუცხადებს ბარაკ ობამას და დემოკრატიული პარტიის ერთიანობას. ბარაკ ობამას დელეგატების საკმარისი რაოდენობა დაუგროვდა იმისათვის, რომ 4 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელ ჯონ მაკკეინს დაუპირისპირდეს. ობამა პირველი შავკანიანი კანდიდატი გახდება, რომელიც შეერთებულ შტატებში მოქმედ ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ პარტიას თეთრი სახლისთვის გამართულ პოლიტიკურ ბრძოლაში წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG