Accessibility links

ევროპის პარლამენტმა დღეს მიიღო რეზოლუცია


ევროპის პარლამენტმა დღეს მიიღო რეზოლუცია, რომელშიც განაცხადა,

ევროპის პარლამენტმა დღეს მიიღო რეზოლუცია, რომელშიც განაცხადა,
რომ აფხაზეთში მიმდინარე რუსული სამშვიდობო მისია უნდა შეიცვალოს - და ევროკავშირს კონფლიქტის ზონაში თავისი სამშვიდობო მისიის გაგზავნისკენ მოუწოდა. ევროპარლამენტის განცხადებით, აფხაზეთში მყოფმა 2,500-მა რუსმა სამხედრომ დაკარგა ”ნეიტრალური და მიუკერძოებელი მშვიდობისდამცველის როლი.” განცხადებაში აგრეთვე ნათქვამია, რომ აფხაზეთში გასულ კვირაში დამატებით შეყვანილმა 300-მა ჯარისკაცმა ტერიტორია დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს. ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, კონფლიქტის ზონაში მისი წვლილი გაზარდოს, და იქ თავისი მისია გაგზავნოს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG