Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი


საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ხავიერ სოლანა,

საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ხავიერ სოლანა,
დღეს საღამოს ბობოყვათის რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე გამოსვლისას, სოლანამ განაცხადა, რომ მისი ვიზიტი საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული მეგობრობის მორიგი დასტურია. ხავიერ სოლანამ რუსეთის მხრიდან აფხაზეთთან მიმართებით მიმართ უკანასკნელ პერიოდში გადადგმული ნაბიჯები გააკრიტიკა. მისი თქმით, ეს ნაბიჯები რეგიონში ვითარების ესკალაციას უწყობს ხელს. ამავე პრეს-კონფერენციაზე გამოსვლისას, მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევთან ხვალინდელ შეხვედრაზე ისაუბრა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველოს სურს რუსეთმა პატივი სცეს მის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, და რომ ამ პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საერთო ენის გამონახვა გაადვილდება. დღეს უფრო ადრე, სოლანა თბილისში საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებს, და გაეროს სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელებს შეხვდა. ხვალ ხავიერ სოლანა გაემგზავრება სოხუმში, სადაც აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტს შეხვდება.
XS
SM
MD
LG