Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანქტ-პეტერბურგში რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების


სანქტ-პეტერბურგში რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის დროს საუბარი შეეხო ნატოს.

სანქტ-პეტერბურგში რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის დროს საუბარი შეეხო ნატოს.
რუსეთის მხარემ დაგმო ალიანსში გაწევრიანებისაკენ საქართველოს მისწრაფება და, როგორც იუწყებიან, ნატოში გაწევრიანებისადმი მოსკოვის უარყოფითი პოზიია გამოითქვა უკრაინის პრეზიდენტთან დმიტრი მედვედევის შეხვედრის დროსაც. როგორც რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, პრეზიდენტმა მედვედევმა საქართველოს პრეზიდენტს უთხრა, რომ ნატოში გაწევრიანებისაკენ მისწრაფება ხელს უშლის სეპარატისტული კონფლიქტების მოგვარებას. [ლავროვის ხმა] “ჩვენ ვიგრძენით, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს მართლაც სურს პრიორიტეტული ყურადღება დაუთმოს კონფლიქტების მოგვარებას. სხვათა შორის, გაიჟღერა აზრმა, რომ... ყოველ შემთხვევაში, მე ასე მომეჩვენა, რომ მას ესმის: ნატოში გაწევრიანებისაკენ მიმართული კურსი არ უწყობს ხელს კონფლიქტების მოგვარებას”.
XS
SM
MD
LG