Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დმიტრი მედვედევმა დღეს აშშ დაადანაშაულა


დმიტრი მედვედევმა დღეს აშშ დაადანაშაულა გლობალურ ეკონომიკურ დაღმასვლაში

დმიტრი მედვედევმა დღეს აშშ დაადანაშაულა გლობალურ ეკონომიკურ დაღმასვლაში
და მას მოსკოვის დახმარება შესთავაზა. ამ შინაარსის განცხადება მედვედევმა გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის რანგში თავის პირველ მნიშვნელოვან გამოსვლაში ეკონომიკის საკითხებზე. მედვედევმა დღეს პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას გამოთქვა შეფასება, რომ გლობალური კრიზისის გამომწვევი ფაქტორები იყო ამერიკის წამყვანი საფინანსო კორპორაციების მეტისმეტად რისკიანი ქმედება და "მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის აგრესიული საფინანსო პოლიტიკა". მოსკოვი, მედვედევის თქმით, მზად არის კრიზისი მოგვარებაში მონაწილეობის მისაღებად. [მედვედევის ხმა] “რუსეთი დღეს გლობალური მოთამაშეა და ვაცნობიერებთ რა პასუხისმგებლობას მსოფლიოს ბედის განსაზღვრაში, გვსურს მონაწილეობა მივიღოთ თამაშის ახალი წესების ფორმირებაშიც, ამასთან არა თითქოსდა იმპერიული ამბიციების გამო, არამედ სწორედ იმის გამო, რომ გვაქვს უნარებიც და შესაბამისი რესურსებიც”. მედვედევმა გამოთქვა შეფასებაც, რომ ამჟამად მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებს არ შესწევთ უნარი, მოაგვარონ მსოფლიოს ეკონომიკური პრობლემები და რუსეთს სურს საკვანძო როლის შესრულება ამ ორგანიზაციების რეფორმირებაში.
XS
SM
MD
LG