Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სლოვენიაში დასრულდა შეერთებული შტატების და


სლოვენიაში დასრულდა შეერთებული შტატების და ევროკავშირის სამიტი.

სლოვენიაში დასრულდა შეერთებული შტატების და ევროკავშირის სამიტი.
შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ რეზოლუციაში ლიდერები გამოთქვამენ მზაობას, ირანის მიმართ დამატებითი ზომები გაატარონ, იმ შემთხვევაში, თუ თეირანი ურანის გამდიდრებას არ შეწყვეტს. სამიტზე სიტყვით გამოსვლისას შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა, განაცხადა, რომ ირანმა უნდა შეწყვიტოს ატომური პროგრამა - წინააღმდეგ შემთხვევაში მას საერთაშორისო იზოლაცია დაემუქრება. სამიტის რეზოლუცია, ბევრ სხვა საკითხთან ერთად, საქართველოსაც ეხება. შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ლიდერები კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, და ამ პრინციპების პატივისცემისკენ სხვა ძალებს - განსაკუთრებით რუსეთს - მოუწოდებენ. ამასთან, ლიდერები მიესალმნენ საქართველოს პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივებს აფხაზეთის მიმართ, და იმედი გამოთქვეს, რომ მხარეებს შორის პირდაპირი დიალოგი გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG