Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში საჰაერო რეიდების შედეგად, ოფიციალური


ავღანეთში საჰაერო რეიდების შედეგად, ოფიციალური პირების ინფორმაციით, 31 ადამიანი დაიღუპა.

ავღანეთში საჰაერო რეიდების შედეგად, ოფიციალური პირების ინფორმაციით, 31 ადამიანი დაიღუპა.
იერიშები აღმოსავლეთში მდებარე პაქტიკის პროვინციაში განხორციელდა. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივან ზამერი ბაშერის განცხადებით, დაღუპულების უმრავლესობას უცხოელი მეომრები შეადგენენ. მაგრამ პაქტიკელი დეპუტატის, ხალიდ ფარუყის განცხადებით, საჰაერო რეიდებმა, სულ ცოტა, 9 სამოქალაქო პირის სიცოცხლეც შეიწირა. ხოლო მრავალეროვანი სამხედრო კოალიციის ინფორმაციით, დაიღუპა 4 სამოქალაქო პირი და რამდენიმე მეამბოხე.
XS
SM
MD
LG