Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით, საერთაშორისო დონორები


შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით, საერთაშორისო დონორები დღეს

შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით, საერთაშორისო დონორები დღეს
ავღანეთს დახმარების სახით 20 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტის გამოყოფას დაპირდნენ. პარიზში გამართულ კონფერენციაზე საბოლოო თანხა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბერნარ კუშნერმა გამოაცხადა. მანამდე შეერთებული შტატების პირველმა ლედიმ, ლორა ბუშმა, კონფერენციის მონაწილეებს უთხრა, რომ ვაშინგტონი ავღანეთს განვითარებისთვის 10.2 მილიარდ დოლარს გამოუყოფს. ამ ეტაპზე გაურკვეველია, ამ თანხის რა ნაწილი წარმოადგენს სამომავლო დაფინანსებას - და რამდენია სხვადასხვა დახმარების სახით უკვე გამოყოფილი თანხა. კონფერენციის ბოლოს გავრცელებულ განცხადებაში დონორები ამბობენ, რომ ავღანეთისთვის გამოყოფილი დახმარების კოორდინირება უწინდელზე უკეთ უნდა განხორციელდეს, და ავღანელ ოფიციალურ პირებს კორუფციასთან ბრძოლისკენ მოუწოდებენ.
XS
SM
MD
LG