Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროპა მიმართავს


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროპა მიმართავს მორიგ სანქციებს ირანის წინააღმდეგ,

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროპა მიმართავს მორიგ სანქციებს ირანის წინააღმდეგ,
თუ ის უარს იტყვის ბირთვული პროგრამის შესახებ დიალოგზე. ამ შინაარსის განცხადება გორდონ ბრაუნმა ლონდონში, აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა: [ბრაუნის ხმა] ”თუ ირანი კვლავაც გააგრძელებს გაეროს რეზოლუციების, ჩვენს მიერ შეთავაზებული პარტნიორობის იგნორირებას, სანქციების ინტენსიფიკაციის გარდა გამოსავალი არ გვრჩება. ამდენად, დღეს ბრიტანეთი ამ მოწოდებით ევროპას მიმართავს - და ირანის მიმართ სანქციების გამკაცრებას ევროპაც დათანხმდება. მოქმედებას დღესვე დავიწყებთ და ირანის უდიდეს ბანკს, მელის, გავუყინავთ უცხოეთში დაბანდებულ კაპიტალს. ამასთან, ნავთობზე და გაზზე სანქციების ახალ ფაზაზე მუშაობაც დღეს დაიწყება.” გორდონ ბრაუნის ამ გამოსვლასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, ხავიერ სოლანას პრეს-მდივნის განცხადებით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელ შეხვედრაზე ლუქსემბურგში არ განუხილავთ ირანის წინააღმდეგ სანქციების საკითხი. გასული კვირის მიწურულს სოლანამ ირანს წარუდგინა წინადადებების მოდიფიცირებული გეგმა, რომლის მიზანიცაა ირანის დაყოლიება ბირთვული პროგრამის შეწყვეტაზე.
XS
SM
MD
LG