Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი გამოკვლევის თანახმად, ”მსოფლიოს ყველაზე


ახალი გამოკვლევის თანახმად, ”მსოფლიოს ყველაზე მსუქანი ერის” ტიტული

ახალი გამოკვლევის თანახმად, ”მსოფლიოს ყველაზე მსუქანი ერის” ტიტული
ავსტრალიას ერგო. აქამდე ამ სტატუსს შეერთებული შტატები ატარებდა. მელბურნში განთავსებულმა ბეიკერის გულის და დიაბეტის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ანგარიში სახელწოდებით ”ავსტრალიის სიმსუქნის ბომბი”, რომელიც აცხადებს, რომ ქვეყნის დაახლოებით 4 მილიონი ზრდასრული მოსახლის წონა განსაზღვრულ ნორმას ბევრად აჭარბებს. ეს მთლიანი მოსახლეობის 26 პროცენტია. შეერთებული შტატების მონაცემებით, სიმსუქნე ამ ქვეყნის მოსახლეობის 25 პროცენტს აწუხებს. ინსტიტუტში მომუშავე კარდიოლოგის, საიმონ სტიუარტის განცხადებით, ”სიმსუქნეში ოლიმპიური თამაშები რომ არსებობდეს, ავსტრალია ოქროს მედალს მოიგებდა.” ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში სიმსუქნის მზარდი მაჩვენებელი მოასწავებს, რომ მომავალი 20 წლის განმავლობაში საავადმყოფოებში გულთან დაკავშირებული პრობლემებით მოხვედრილი პაციენტების რიცხვი 700, 000-ით გაიზრდება.
XS
SM
MD
LG