Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიის სოციალისტურმა პარტიამ დღეს განაცხადა


სერბიის სოციალისტურმა პარტიამ დღეს განაცხადა, რომ მან ვერ შესძლო

სერბიის სოციალისტურმა პარტიამ დღეს განაცხადა, რომ მან ვერ შესძლო
მოლაპარაკების გზით სხვა რადიკალურად განწყობილ პარტიებთან კოალიციის ფორმირება. შესაბამისად, სოციალისტები კოალიციური მთავრობის შესახებ მოლაპარაკებას პრო-დასავლური ორიენტაციის მქონე პარტიებთან იწყებენ. გასულ თვეში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს კონკრეტული რეზულტატი არ მოუტანია - თუმცა არჩევნების შედეგად პრეზიდენტ ბორის ტადიჩის ბლოკი ყველაზე მრავალრიცხვოვანი გახდა. მაგრამ ტადიჩის პარტიას - რომელსაც სერბიის ევროკავშირში ინტეგრაციის დაჩქარება სურს - პარლამენტში უმრავლესობის შესაქმნელად მაინც ესაჭიროება სოციალისტების მხარდაჭერა.
XS
SM
MD
LG