Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი სამდღიანი


საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი სამდღიანი ვიზიტით ჩავიდან ისრაელში.

საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი სამდღიანი ვიზიტით ჩავიდან ისრაელში.
ისრაელის ლიდერებთან მისი მოლაპარაკებების მთავარი თემა იქნება ისრაელ-პალესტინელებისა და ისრაელ-სირიის კონფლიქტების მოგვარება. თელ-ავივში ჩასვლისას სარკოზიმ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო დარეგულირებისკენ გზა არ არის ჩაკეტილი და მისი მიღწევა უახლოეს მომავალში არის შესაძლებელი. ორშაბათს დაგეგმილია საფრანგეთის პრეზიდენტის გამოსვლა ისრაელის პარლამენტში - კნესეტში. ნიკოლა სარკოზი ასევე ესტუმრება ბეთლემს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, სადაც შეხვდება პალესტინელთა ლიდერს, მაჰმუდ აბასს.

XS
SM
MD
LG