Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის წევრი ქვეყნები ირანის წინააღმდეგ


ევროკავშირის წევრი ქვეყნები ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებენ,

ევროკავშირის წევრი ქვეყნები ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებენ,
ქვეყნის ატომური პროგრამის გამო. ახალ სანქციებში გათვალისწინებული ერთ-ერთი ზომა ირანის ყველაზე დიდი ბანკის - ბანკ მელის - ევროპაში ოპერაციების აკრძალვაა. ახალი სანქციების დაწესება გამოიწვია ირანის უარმა გაეთვალისწინებინა საერთაშორისო ძალების მოწოდებები ურანის გამდიდრების შეწყვეტის თაობაზე. დასავლეთის ზოგიერთი სახელმწიფო შიშობს, რომ ამ პროგრამით ირანს ატომური იარაღის შექმნა შეეძლება. დღესვე, ევროკავშირის ქვეყნებმა სანქციები მოუხსნეს კუბას, და განაცხადეს, რომ იმედოვნებენ - ეს ნაბიჯი იქ დემოკრატიის განვითარებას შეუწყობს ხელს. სანქციების ოფიციალურად მოხსნა ერთგვარი სიმბოლური ჟესტია, ვინაიდან ევროკავშირის მხრიდან კუბისთვის დაწესებული სანქციები 2005 წლის შემდეგ ისედაც გაუქმებული იყო. ირანთან და კუბასთან დაკავშირებული ეს გადაწყვეტილებები ოფიციალურად ლუქსემბურგში გამართულ სამიტზე გამოცხადდა.
XS
SM
MD
LG